სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
205
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2021-11-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №205

2009 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ

    მუხლი 1

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, განისაზღვროს სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სია, დანართის შესაბამისად, მათ მიერ რეგისტრირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების აღიარების მიზნით.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ივნისის  დადგენილება №304  – ვებგვერდი, 26.06.2015წ.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური

დანართი

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის დადგენილება №186 - სსმ III, №84, 12.07.2010წ., მუხ.1210
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №557 – ვებგვერდი, 01.12.2021წ.

სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სია

1. სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო – ევროპის წამლების სააგენტო (EMEA – European Medicines Agency).

2. შემდეგი ქვეყნების ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები:

ა) ავსტრალიის თანამეგობრობა;

ბ) ავსტრიის რესპუბლიკა;

გ) ამერიკის შეერთებული შტატები;

დ) ახალი ზელანდია;

ე) ბელგიის სამეფო;

ვ) ბულგარეთის რესპუბლიკა;

ზ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;

თ) დანიის სამეფო;

ი) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო;

კ) ესპანეთის სამეფო;

ლ) ესტონეთის რესპუბლიკა;

მ) იაპონია;

ნ) ირლანდია;

ო) ისლანდიის რესპუბლიკა;

ო1) ისრაელის სახელმწიფო;

პ) იტალიის რესპუბლიკა;

ჟ) კანადა;

რ) კვიპროსის რესპუბლიკა;

ს) კორეის რესპუბლიკა;

ტ) ლატვიის რესპუბლიკა;

უ) ლიტვის რესპუბლიკა;

ფ) ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო;

ქ) მალტის რესპუბლიკა;

ღ) ნიდერლანდების სამეფო;

ყ) ნორვეგიის სამეფო;

შ) პოლონეთის რესპუბლიკა;

ჩ) პორტუგალიის რესპუბლიკა;

ც) რუმინეთი;

ძ) საბერძნეთის რესპუბლიკა;

წ) საფრანგეთის რესპუბლიკა;

ჭ) სლოვაკეთის რესპუბლიკა;

ხ) სლოვენიის რესპუბლიკა;

ჯ) უნგრეთის რესპუბლიკა;

ჰ) ფინეთის რესპუბლიკა;

ჰ1 ) შვედეთის სამეფო;

ჰ2 ) შვეიცარიის კონფედერაცია;

ჰ3 ) ჩეხეთის რესპუბლიკა;

ჰ4) ხორვატიის რესპუბლიკა.

კრებსითი — სრული ვერსია