„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 7 ნოემბრის №621 ბრძანებულების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5446
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-11-09
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 7 ნოემბრის №621 ბრძანებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის   2007 წლის 7 ნოემბრის №621 ბრძანებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 239-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 7 ნოემბრის №621 ბრძანებულება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                        ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 9 ნოემბერი.

№5446–IIს

კრებსითი — სრული ვერსია