საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში გარემოს დაცვის მონიტორინგისა და მენეჯმენტის სისტემების განვითარების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს თბილისის 2007 წლის 14 ივნისის შეთანხმება ,,საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში გარემოს დაცვის მონიტორინგისა და მენეჯმენტის სისტემების განვითარების შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 11 ივლისი.
№5305–რს