,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
182
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №182

2009 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ განისაზღვროს სასწავლო უნივერსიტეტი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტს ეწოდოს „შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი“.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ივლისის №145 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის №1150 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                        ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია