საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,ორივე ხელშემკვრელი, ან მესამე მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ ,,საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის მობრუნების შემთხვევაში გასატარებელი პროცედურების შესახებ“ ოქმის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს თბილისის 2007 წლის 16 თებერვლის ოქმი ,,ორივე ხელშემკვრელი, ან მესამე მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ ,,საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის მობრუნების შემთხვევაში გასატარებელი პროცედურების შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2007 წლის 22 მაისი.
№4774–Iს