საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს პარიზის 2007 წლის 7 მარტის ,,საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ჯ. ინაიშვილი
თბილისი,
2007 წლის 25 აპრილი.
№4673–Iს