„საგანმანათლებლო, მეცნიერული და კულტურული მასალების იმპორტის შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4517
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საგანმანათლებლო, მეცნიერული და კულტურული მასალების იმპორტის შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საგანმანათლებლო, მეცნიერული და კულტურული მასალების იმპორტის შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს 1950 წლის 22 ნოემბრის „საგანმანათლებლო, მეცნიერული და კულტურული მასალების იმპორტის შესახებ შეთანხმება“.

2. შეთანხმების მე-13 მუხლის შესაბამისად საქართველო აცხადებს, რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე საქართველოს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ ტერიტორიებზე აღნიშნული შეთანხმების დებულებების შეუსრულებლობისათვის.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2007 წლის 27 მარტი.

№4517–Iს

კრებსითი — სრული ვერსია