„სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების კონვენციასთან“ შეერთების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4402
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების კონვენციასთან“ შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების კონვენციასთან“ შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს შეუერთდეს „სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების კონვენციას“.

2. კონვენციის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოსათვის კონვენციის პირობები გამოიყენება გაეროს შემდეგი სპეციალიზებული სააგენტოების მიმართ:

– შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO);

– გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO);

– გაეროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO);

– მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO);

– მსოფლიო ბანკის ჯგუფი (World Bank Group):

ა) რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD);

ბ) განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA);

გ) საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC);

დ) მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიის სააგენტო (MIGA);

ე) საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (ICSID);

– საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF);

– სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO);

– საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO);

– ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო გაერთიანება (ITU);

– საერთაშორისო საფოსტო კავშირი (UPU);

– მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO);

– მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაცია (WIPO);

– სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD);

– გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO);

– გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO).

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 20 ივნისის დადგენილება №4972 - სსმ III, №87, 22.06.2007 წ., მუხ.938

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე   ჯ. ინაიშვილი

თბილისი,

2007 წლის 28 თებერვალი.

№4402–Iს

შეტანილი ცვლილებები:

 1. საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 20 ივნისის დადგენილება №4972 - სსმ III, №87, 22.06.2007 წ., მუხ.938

 

კრებსითი — სრული ვერსია