მეჩაიეობის რეაბილიტაციისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3417
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-06-30
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მეჩაიეობის რეაბილიტაციისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

მეჩაიეობის რეაბილიტაციისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს და მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მეჩაიეობის განვითარების სტრატეგია, რომელშიც საბაზრო გარემოსადმი დარგის ადაპტაციის საფუძველზე განსაზღვრული იქნება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების გზები.

2. ამ დადგენილების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2006 წლის 30 ივნისი.

№3417–რს

კრებსითი — სრული ვერსია