საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა 1 წლით.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 25 ივნისიდან.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2006 წლის 30 ივნისი
№3405–რს