„2009-2010 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №149 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
191
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„2009-2010 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №149 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №191

2009 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„2009-2010 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №149 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „2009-2010 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ „საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №149 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №103, მუხლი 1143) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია