„საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2689
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 26 ოქტომბრის დადგენილების (სსმ III, №123, 01.11.2004, მუხ. 1090) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა  კომიტეტებთან ერთად 2006 წლის საშემოდგომო სესიისათვის შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს კანონის „საქართველოს სამშენებლო კოდექსი“ პროექტი.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე   მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2006 წლის 1 მარტი. 

№2689–Iს

კრებსითი — სრული ვერსია