(ძალადაკარგულია - 29.12.2016, №237 პარლამენტის რეგლამენტი)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს ამომრჩევლებთან ურთიერთობისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოეყოფა ერთჯერადად 5000 ლარი, ასევე ყოველთვიურად − 5000 ლარი. ამ თანხის განკარგვის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
საქართველოს პ არლამენ ტის 200 8 წლის 31 იანვრი ს დადგენილება № 5683 - სსმ III, № 17 , 04.02. 200 8 წ., მუხ. 207
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის დადგენილება №208 - სსმ III, №103, 22.07.2008წ., მუხ.1161
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №90 – ვებგვერდი, 24.12.2012წ.
11 . რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ზემო აფხაზეთიდან (კოდორის ხეობა), ცხინვალის რეგიონიდან, გორის და ახალგორის მუნიციპალიტეტებიდან დევნილ ამომრჩევლებთან ურთიერთობის მიზნით №31, №32, №33, №47 და №85 საარჩევნო ოლქებში არჩეულ მაჟორიტარ პარლამენტის წევრებს პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დამატებით გამოეყოფათ თითოეულს – 1070 ლარი.
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №915 - სსმ III, №187, 31.12.2008წ., მუხ.1996
საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 24 მარტის დადგენილება №1128 - სსმ III, №40, 31.03.2009წ., მუხ.462
2 . (ამოღებულია – 17.12.2012, №90 ).
3. (ამოღებულია – 17.12.2012, №90 ).
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის დადგენილება №208 - სსმ III, №103, 22.07.2008წ., მუხ.1161
4. ამ დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის განკარგვის თაობაზე წერილობით დეტალურ ანგარიშს (ინფორმაციას) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი ყოველი წლის ბოლოს წარუდგენს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №90 – ვებგვერდი, 24.12.2012წ.
5. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 16 მაისის №305-IIს დადგენილება „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“.
6. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2006 წლის 2 მარტი.
№2714-Iს