საქართველოს პარლამენტის დადგენილება
№57 ტყიბულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის პავლე კუბლაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ცნობილ იქნეს 2005 წლის 1 ოქტომბერს №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის პავლე კუბლაშვილის უფლებამოსილება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2005 წლის 25 ოქტომბერი.
№1956–IIს