საქართველოს პარლამენტის დადგენილება
№5 ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა ბრეგაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ცნობილ იქნეს 2005 წლის 1 ოქტომბერს №5 ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა ბრეგაძის უფლებამოსილება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2005 წლის 25 ოქტომბერი.
№1955–IIს