საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ნოდარ ქებაძის საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 30 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად, ნოდარ ქებაძე გათავისუფლდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2005 წლის 13 ოქტომბერი.
№1939–IIს