საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1886
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-07-08
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ახალ პრინციპებზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის ხარჯთაღრიცხვა 2 518 826 (ორი მილიონ ხუთას თვრამეტი ათას რვაას ოცდაექვსი) ლარის ოდენობით.

2. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2005 წლის ხარჯთაღრიცხვის დეტალური განწერა შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

3. ამ დადგენილების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

4. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 11 ნოემბრის №566-IIს დადგენილება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ“.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2005 წლის 8 ივლისი.

№1886–რს

კრებსითი — სრული ვერსია