საქართველოს პარლამენტის დადგენილება
№79 ბათუმის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეული ჯემალ გოგიტიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1071 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 22 აპრილის №I-Iს დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, არ იქნეს ცნობილი №79 ბათუმის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეული ჯემალ გოგიტიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2005 წლის 30 ივნისი.
№1840-რს