ქალაქ თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1518
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-06-03
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-29
სარეგისტრაციო კოდი
00000000.00(0).000.000000
ქალაქ თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ქალაქ თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ბოლო წლებში ქალაქ თბილისში ფეხით მოსიარულენი ან გზით მოსარგებლე სხვა პირები მასობრივად არღვევენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს, რაც იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვის ზრდას, რომლებსაც ხშირად მძიმე შედეგები მოჰყვება. ასეთ ვითარებას ნაწილობრივ განაპირობებს მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების კეთილმოუწყობლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვას, პირველ რიგში, ფეხით მოსიარულეთა მიერ.

2. დაევალოს ქ. თბილისის მერიას უზრუნველყოს ა.წ. 1 აგვისტომდე გზებზე მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების რეაბილიტაციის პროგრამის დაწყება.

3. ეთხოვოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ფართო საინფორმაციო-შემეცნებითი კომპანია წარმართონ ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვის შემცირების მიზნით.

4. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2005 წლის 3 ივნისი.

№1518–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია