საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აღმოსავლეთ – დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“ ოქმის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს ბაქოს 2003 წლის 23 ივლისის ოქმი „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აღმოსავლეთ – დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ”.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2005 წლის 17 მაისი.
№1456–Iს