საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1762 მუხლის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1762 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 14 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
ელდარ შენგელაია – კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი;
ნოდარ გრიგალაშვილი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე;
ზვიად ძიძიგური – საქართველოს პარლამენტის წევრი;
მანანა ნაჭყებია – საქართველოს პარლამენტის წევრი;
პაატა ქურდოვანიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი;
ნიკა გვარამია – საქართველოს პარლამენტის წევრი;
კონსტანტინე გაბაშვილი – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
ლევან ბერძენიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
გია მეფარიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
დავით ზურაბიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
გიორგი გაბაშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი;
მალხაზ აფრიდონიძე – ქართული ჰერალდიკის ასოციაციის წევრი;
ემირ ბურჯანაძე – მხატვარი;
ვახტანგ რურუა – მხატვარი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2005 წლის 20 აპრილი.
№1382–Iს