საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრების არჩევის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ,,ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრების არჩევის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 13 აგვისტოს №367 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში კახაბერ რუსიას ნაცვლად შეყვანილ იქნეს აკაკი ბობოხიძე.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2005 წლის 22 მარტი.
№1128–Iს