საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. პარლამენტმა „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე განიხილოს 5 აპრილს.
2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვაში გამოაცხადოს შესვენება არა უმეტეს 2 დღისა.
3. პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემული დასკვნები საქართველოს მთავრობას წარუდგინოს არა უგვიანეს 6 აპრილისა.
4. საქართველოს მთავრობამ „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 7 აპრილისა.
5. პარლამენტმა „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს კენჭი უყაროს არა უგვიანეს 8 აპრილისა.
6. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2005 წლის 5 აპრილი.
№1217-Iს