საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის წევრობის აღდგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
972
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2005-02-04
სარეგისტრაციო კოდი
0000000.00(0).000.000000
საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის წევრობის აღდგენის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის წევრობის აღდგენის შესახებ

საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საკანონმდებლო ორგანოთათვის ერთ-ერთ უძველეს ფორუმში საქართველოს პარლამენტის წევრობის აღდგენის, ამ სოლიდური ორგანიზაციის ტრიბუნის გამოყენებისა და მსოფლიო პარლამენტარიზმის გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს საპარლამენტო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის წევრობის აღდგენა.

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის წევრობის აღდგენის ფინანსური უზრუნველყოფა.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

 

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№972–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია