საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის “ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს ევროპის საბჭოს 1985 წლის 15 ოქტომბრის „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია “ და ამავე ქარტიის მე-12 მუხლის შესაბამისად , ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს გაეგზავნოს შეტყობინება საქართველოს მიერ ქარტიის შემდეგი 24 პუნქტის აღიარების თაობაზე:
ა) მე-12 მუხლის 1-ლ პუნქტში განსაზღვრული სავალდებულო პუნქტებიდან: მე-2 მუხლი, მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, მე-4 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტები, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-9 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-11 მუხლი;
ბ) დამატებ ი თი პუნქტებიდან: მე-4 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-8 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები, მე-9 მუხლის მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტები.
2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე საქართველო იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნულ ტერიტორიებზე „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის “ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 26 ოქტომბერი .
№ 515–IIს