საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
438
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-09-16
გამოქვეყნების თარიღი
2004-09-20
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატი განისაზღვროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი განაკვეთის 80%-ის ოდენობით.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების დამატებითი დაფინანსება განხორციელდეს 2004 წელს არჩევნების ღონისძიებების დაფინანსებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 22 ივლისის №2308-რს დადგენილება.

4. ეს დადგენილება მოქმედებს 2005 წლის 1 იანვრამდე.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2004 წლის 16 სექტემბერი.

№438–IIს

კრებსითი — სრული ვერსია