საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ,,განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების ცვლილების ხელშეკრულების (ელექტროენერგეტიკული ბაზრის მხარდაჭერის პროექტი)“ რატიფიკაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის 2004 წლის 1 ივლისს დადებული ,,განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების ცვლილების ხელშეკრულება (ელექტროენერგეტიკული ბაზრის მხარდაჭერის პროექტი)“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 10 აგვისტო.
№350-რს