„ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
112
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №112

2010 წლის 24 აპრილი

 ქ. თბილისი

„ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედ­­გენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №52 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2.

 საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2010 წლის 21 მაისამდე საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსა­ხილველად წარმოადგინოს ძირითადი მაკროეკონომიკური პრო­გ­­ნოზებისა და საქართველოს სამინისტროების, სახელ­მწი­ფო მინისტრების აპარატებისა და უწყებების საშუალოვა­დიანი პრიორიტეტების პირველადი ვარიანტი.“.

2. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლი.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია