საქართველოს პარლამენტის დადგენილება
სოზარ სუბარის საქართველოს სახალხო დამცველად არჩევის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არჩეულ იქნეს სოზარ სუბარი საქართველოს სახალხო დამცველად.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2004 წლის 16 სექტემბერი.
№426–IIს