საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ბიოლოგიური იარაღების განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიის, პათოგენთა და ცოდნა-გამოცდილების გაუვრცელებლობის დარგში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების შესწორების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს „აშშ-ის თავდაცვის დეპარამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ბიოლოგიური იარაღების განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიის, პათოგენთა და ცოდნა-გამოცდილების გაუვრცელებლობის დარგში ურთიერთ-თანამშრომლობის შესახებ“ 2002 წლის 30 დეკემბრის შეთანხმების შესწორება.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 24 ივნისი.
№228–რს