აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საკრებულოების დათხოვნასა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-05-06
გამოქვეყნების თარიღი
2004-05-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საკრებულოების დათხოვნასა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საკრებულოების დათხოვნასა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანხმობა მიეცეს საქართველოს პრეზიდენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საკრებულოების დათხოვნასა და პირადაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებაზე.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე    ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 6 მაისი.

№37-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია