„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2004 წლის 23 აპრილის საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2004-04-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2004 წლის 23 აპრილის საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2004 წლის 23 აპრილის საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

დაევალოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2004 წლის 23 აპრილის საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში შეიმუშაოს და პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოდიფიცირებისა და ოპტიმიზაციის მიზნით.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                     ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 23 აპრილი.

№7–Iს

კრებსითი — სრული ვერსია