საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ დამატებითი ოქმის” რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს თბილისის 1999 წლის 30 აპრილის „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ დამატებითი ოქმი”.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 17 თებერვალი.
№3340-რს