საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3150
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისმა საქალაქო სამსახურებმა 2 თვის ვადაში ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განახორციელონ იმ პირების აღრიცხვა, რომლებსაც საცხოვრებელ ფართობზე წარმოშობილი აქვთ მესაკუთრისა და მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი (ე.წ. „ოტსტუპნოის”) ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე შესაბამისი საცხოვრებელი სადგომების აღრიცხვა.

2. ქალაქ თბილისის მერიამ ჩატარებული აღრიცხვის შედეგები საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს 2004 წლის 1 მარტამდე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი                             გ. წერეთელი

თბილისი,

2003 წლის 5 დეკემბერი.

№3150–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია