საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს თბილისის 2002 წლის 16 დეკემბრის შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2003 წლის 23 ივლისი.
№2607–რს