საქართველოს პარლამენტის დადგენილება
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიას 2003 წლის 6 ივნისიდან გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა 1999 წელს არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტამდე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ვ. ყოლბაია
თბილისი,
2003 წლის 22 ივლისი.
№2551– რს