საქართველოს პარლამენტის დადგენილება
თეიმურაზ გოგოლაძის ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
საქართველოს კონსატიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანხმობა მიეცეს საქართველოს პრეზიდენტს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო თეიმურაზ გოგოლაძის ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2003 წლის 6 ივნისი.
№2314–IIს