,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
125
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-07-08
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-14
სარეგისტრაციო კოდი
0000000.00(0).000.000000
,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №125

2009 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

“ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, “საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №70, მუხლი 624) დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

“8. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით საქართველოს მთავრობისათვის გაცემულ დავალებათა შესრულების მიზნით საკითხების მომზადებას უზრუნველყოფს შესაბამის დარგში პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო/სამინისტროები. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი ორგანოს დადგენა, მას განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია