“საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1985
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-02-27
გამოქვეყნების თარიღი
2003-03-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
“საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

“საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველდოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის 125 წევრის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.

2. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 187-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 15 წევრის შემადგენლობით, საქართველოს პარლამენტის ფრაქციათა თითო წარმომადგენლისაგან.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი

თბილისი,

2003 წლის 27 თებერვალი.

№1985–IIს

კრებსითი — სრული ვერსია