საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს ეროვნული ბანკის 2002 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2002 წლის ანგარიშგების აუდიტორად დაინიშნოს საერთაშორისო აუდიტორული ფირმა „ERNST & YOUNG LLP“.
2. დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების დამოუკიდებელ აუდიტორთა შერჩევის სატენდერო კომისიას, შეარჩიოს და საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტში ჩართოს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული 3 კვალიფიციური აუდიტორი.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 143430 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარებში.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის 2002 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
5. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, საერთაშორისო აუდიტურ ფირმასთან „ERNST & YOUNG LLP“ გააფორმოს ხელშეკრულება.
6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 3 დეკემბერი.
№1824–Iს