საქართველოს პარლამენტის დადგენილება
აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებულ საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიას გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა ერთი წლით.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 6 დეკემბერი.
№1839–Iს