,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არა­სა­სოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწი­ფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონე­ბაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომ­ლე­ბიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგ­რე­ბას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბ­რის №233 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
106
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არა­სა­სოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწი­ფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონე­ბაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომ­ლე­ბიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგ­რე­ბას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბ­რის №233 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №106

2010 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არა­სა­სოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწი­ფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონე­ბაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომ­ლე­ბიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგ­რე­ბას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბ­რის №233 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „თვითმმარ­თვე­ლი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურ­ნეო და­ნიშ­­­­ნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არ­სე­­­­ბული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შე­სახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილებით (სსმ, III, 2007 წელი, №151, მუხლი 1671) დამტკიცე­ბული წესის მე-6 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

„ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტროს წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მოთ­ხოვნილი ქონება არ ექვემდებარება და/ან არ არის დამაგრებული ბუნებრივ რესურსებზე, მათ შორის, წიაღზე დამაგრებას. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წერილი არ მოით­ხოვება იმ შემთხვევაში, თუ იგი არ გაიცა მიმართვიდან 14 დღის ვადაში;“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო 14 დღის ვადაში იხილავს შემოსულ მოთხოვნებს და გასცემს თანხ­მობას ან დასაბუთებულ უარს არასასოფლო-სამეურნეო დანიშ­ნუ­ლების მიწის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში თვით­მმარ­თვე­ლი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე. სამი­ნისტროს მიერ გადაწყვეტილების 14 დღის ვადაში მიუღებ­ლო­ბის შემ­თხვევაში, თანხმობა ჩაითვლება გაცემულად.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია