საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1728
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-11-06
გამოქვეყნების თარიღი
2002-11-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საქმიანობაზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად მოამზადოს შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში პარლამენტის მიერ წარდგენილი 3 წევრის დანიშვნის საკითხი.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2002 წლის 6 ნოემბერი.

№1728–Iს

კრებსითი — სრული ვერსია