საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2000 წლის 10 იანვრის „ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“ კონვენცია.
2. საქართველო აცხადებს, რომ კონვენციის 2.2 მუხლის შესაბამისად, ის შეთანხმებები, რომელთა მონაწილე მხარესაც საქართველო არ წარმოადგენს, კონვენციის გამოყენების დროს არ მიიჩნევა დანართში ჩართულად.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ.ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 7 ივნისი.
№1486–IIს