საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1484
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-06-07
გამოქვეყნების თარიღი
2002-06-18
სარეგისტრაციო კოდი
0000000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, კორუფციული სამართალდარღვევების ჩამდენ თანამდებობის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით შეიქმნას საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოიძიებო კომისია.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 17 წევრით. ეთხოვოს საპარლამენტო ფრაქციებსა და იმ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, 2002 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე წარუდგინონ პარლამენტს თითო კანდიდატურა.

3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს ერთი წლით.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე            ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2002 წლის 7 ივნისი.

№1484–IIს

კრებსითი — სრული ვერსია