საქართველოს პარლამენტის დადგენილება
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიას გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა ექვსი თვით.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 7 ივნისი.
№1507–IIს