რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1505
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-06-07
გამოქვეყნების თარიღი
2002-06-14
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტებმა პერიოდულად (წელიწადში ერთხელ მაინც) განიხილონ მათ საზედამხედველო სფეროებში რატიფიცირებული კრედიტების ათვისების მიმდინარეობის საკითხი და სათანადო ინფორმაცია წარუდგინონ პარლამენტს.

2. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშთან ერთად წარუდგინოს ინფორმაცია თითოეული რატიფიცირებული კრედიტის ათვისების მიმდინარეობის თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები რატიფიცირებული კრედიტებით განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით.

3. საქართველოს კონტროლის პალატამ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ ყოველწლიურ მოხსენებაში დეტალურად შეაფასოს რატიფიცირებული კრედიტების ათვისების მიმდინარეობა და მათი ეფექტიანობა.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე             ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2002 წლის 7 ივნისი.

№1505–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია