საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის წვრთნისა და აღჭურვის ერთობლივი პროგრამის განხორციელების თაობაზე“ თანამშრომლობის გეგმასთან დაკავშირებით ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების რატიფიცირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის წვრთნისა და აღჭურვის ერთობლივი პროგრამის განხორციელების თაობაზე“ თანამშრომლობის გეგმასთან დაკავშირებით ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
თბილისი,
2002 წლის 12 აპრილი
№1369–IIს