საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1111
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-10-18
გამოქვეყნების თარიღი
2001-11-02
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-ეკონომიკური ბლოკის კომიტეტებმა 3 კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგინონ ანგარიშები საბიუჯეტო სფეროში საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით.

2. დაევალოს ცალკეული თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერების შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას შეისწავლოს საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფაქტობრივი შეუსრულებლობის მიზეზები, გამოავლინოს კონკრეტული პასუხისმგებელი პირები და შედეგები წარუდგინოს პარლამენტს 2002 წლის 1 იანვრამდე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე   ზ. ჟვანია

 

თბილისი,

2001 წლის 18 ოქტომბერი

№1111–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია