საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებისა და საკანონმდებლო უზრუნველყოფის პროგრამის“ შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებული „საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებისა და საკანონმდებლო უზრუნველყოფის პროგრამა“.
1. დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ერთად შეიმუშაოს და პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური უსაფრთხოების სტრატეგია და მისი განხორციელებისათვის აუცილებელი კანონპროექტების პაკეტი.
2. ეთხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული სტრატეგიის შემუშავებაში.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2001 წლის 19 ივნისი.
№952 -IIს